Poezia.Ge ქართული პოეზიის ვებ-საიტი!

ძნელია გასცე პასუხი შეკითხვას „რამე მოხდა ცუდი“?, როდესაც არასდროს არაფერი ხდება კარგი!
  • გოგოს და ბიჭის მეგობრობა?


     
    xxx
    დაამატა: DaDa დრო: 25-10-2014, 12:15 ნახვა: 64

    იჯდა ეულად... თავჩაღუნული
    აფარებული ხელით თვალებზე…
    ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის
    თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე...

    სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა
    გაუბედავად ითხოვდა ხურდას
    ხელს ხან იშვერდა, ხან დამალავდა
    რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა...
    დაამატა: admin დრო: 25-10-2014, 12:10 ნახვა: 34

    რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
    რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
    იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
    ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

    ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად
    ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
    თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
    და მოგონებად დარჩა წარსული.
    დაამატა: admin დრო: 25-10-2014, 12:09 ნახვა: 56

    ხანდახან ისე ძალიან მინდა
    ჩემს თავს შევხედო შენი თვალებით –
    გავიგო რატომ მიყურებ მიყურებ მშვიდად
    ფარული ეჭვით განაწვალები

    არ მინდა ასე მშვიდად ჩათვალო,
    რომ ასეთია კაცია ბუნება,
    გთხოვ – შენს სიმშვიდეს არ ანაცვალო
    ცივი ზამთარის გაზაფხულება
    დაამატა: admin დრო: 25-10-2014, 11:57 ნახვა: 61

    ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
    კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
    გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
    შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.

    გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
    ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
    მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
    და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
    დაამატა: admin დრო: 25-10-2014, 11:56 ნახვა: 71

    მენატრები ციდან - ცამდე,
    სიცილიდან - ტირილამდე,
    ჩურჩულიდან - ყვირილამდე,
    სიცოცხლიდან - სიკვდილამდე.

    გელოდები დღიდან - დღემდე,
    წარსულიდან - მომავლამდე.
    მენატრები ციდან - ცამდე.
    დაამატა: BaLu დრო: 24-10-2014, 22:18 ნახვა: 49

    ღამე ფიქრებში ლექსებს წერდა გალაკტიონი,
    ღვინით დამთვრალი, კალმით ხელში,რიტმებს აწყობდა,
    ზარებს რეკავდა დაუცხრომლად წმინდა სიონი
    და უგზოუკვლოდ გულლის დარდსაც სადღაც აქრობდა..

    ფიქრმორეული სავსე ქუჩებს ჩამოუვლიდა
    იქვე მახლობლად სადმე ბაღში ჩამოჯდებოდა,
    დაამატა: giorgi1221 დრო: 24-10-2014, 17:45 ნახვა: 29

    მიწიდან ცამდე როგორ შორია,
    მინდა მთვარესთან ისევ თამაში.
    ახლა გრძნობებმა ამიყოლია,
    ჩუმი სიბნელე ფერთა გამაში.

    მინდა სიშორე სულ უფრო ახლოს,
    მინდა ვიკითხო თავი მეორე,
    მინდა ზამთარში ზაფხული ვნახო,
    დარაც აქამდე გავიმეორე....
    დაამატა: giorgi1221 დრო: 24-10-2014, 17:36 ნახვა: 53

    ღმერთო დამაჯერე რაც არ მჯერა,
    ალბათ ბოროტია ჩემი სული,
    მარტო ეს პირჯვარის გადაწერა,
    ყველა ანგარებით გამიზნული…

    ღმერთო მაპატიე ეს ურჩობა,
    ახლაც განკითხვაში ჩავარდები,
    ვიცი ვერასოდეს ვერ მორჩება.
    ამ უსამართლობით ვავადდები,
    დაამატა: admin დრო: 24-10-2014, 16:48 ნახვა: 69

    "უკაცრავად...მაპატიეთ სითავხედე...
    ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
    ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
    თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

    რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
    ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
    გამოცვლილხარ...
    თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
    დაამატა: admin დრო: 24-10-2014, 16:47 ნახვა: 54

    ღამე, როდესაც სუყველას ძინავს,
    მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს.
    მას გონია, რომ მე იგი მიყვარს,
    მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.

    ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
    და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა,
    და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა,
    რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.

    ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები..